1.პროექტის სათაური: ,, დიდმოწამე ქეთევან დედოფალი“
2.პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან სხვადასხვა
ისტორიულ წყაროებს, მოიპოვებენ მასალას ქეთევან დედოფალზე
და დაგეგმავენ მისთვის მიძღვნილ დიდ ღონისძიებას.
3. პროექტის სრული აღწერა:
ქეთევან დედოფლის ღვაწლი უდიდესია ქართველი ერის წინაშე, როგორც რელიგიური თვალსაზრისით ასევე პოლიტიკურად , აუცილებელია მომავალმა თაობამ გამოიჩინოს ინტერესი მისი პიროვნების მიმართ, მოსწავლეები სხვა
და სხვა ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ მასალებს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით , ჩაატარებენ
ღონისძიბებს სკოლაში რათა სხვა ბავშვებს გაუნაწილონ მიღებული ინფორმაცია და პედაგოგებს აჩვენონ ის შრომა რაც მათ ამ თემასთან დაკავშირებით გაწიეს, იქნება დისკუსია და დიდი ღონისძიება სადაც ყველა ეს მოძიებული მასალა წაიკითხება მონაწილეთა მიერ,მოსწავლეები წაიკითხავენ ლექსებს რომლებიც თაობებმა მიუძღვნა დიდმოწამე დედოფალს, შესრულდება საგალობლები რომლებიც მას დაუწერა ეკლესიამ.
4. მონაწილეთა ასაკი: 13-14 წელი
5. 8 -9 კლასი.
6. პროექტის ვადები: ერთი თვე.
7. შესაძლო აქტივობები კლასში:
შეიქმნება ჯგუფები: ვინც იქნება პასუხისმგებელი,ვინც
იქნება შემსრულებელი,ვინც წარმოადგენს ნაშრომს შესრულებული სამუშაოს შესახებ.
8. მოსალოდნელი შედეგი:
- მოეწყობა ექსკურსია კახეთში, გრემი და ალავერდი და ყველა ის ადგილი რაც უკავშირდება ქეთევან დედოფალს.
-შექმნიან ვებგვერდს სათაურით- ,, ვინც ჩვენი ერი დღემდე მოიყვანა,, სადაც ყველა სამშობლოსათვის თავდადებულთა გმირებზე, დადებენ თანდათან ინფორმაციებს.
-მოეწყობა ლიტერატურული კითხვა.
-გააკეთებენ არქივს , სადაც თანდათან თავს მოუყრიან თავიანთ ნაშრომებს.
- მონაწილეები უფრო მეტი აქტივობით ჩაერთვებიან სხვა პროექტებშიც.
9. სასარგებლო სხვებისთვის:
-შესაძლებლობა ექნებათ ნახონ ვებგვერდზე სამშობლოსათვის თავდადებული დედოფლის მოწამეობრივი ცხოვრების ამსახველი მასალები.
-ისარგებლებენ მასალით რომელიც განთავსებული იქნება ვებგვერდზე.
- აღმზრდელობითი მაგალითის მომცემია აგრეთვე მოსწავეებისთვის.
- სხვებსაც გაუჩნდებათ სურვილი მსგავს პროექტებში მიიღონ მონაწილეობა.
10. სამუშაო ენა: ქართული.
11.საგანთა / საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია,რელიგია, ისტ.
ისტორია - იციან თარიღები,
ერკვევიან ქრონოლოგიაში და აგრეთვე
იციან ისტორიული ფაქტები.
ისტ - შეუძლიათ ინტერნეტის საშუალებით მასალის მოკვლევა,
გამოყენება, ბლოგის შექმნა და მასში საჭირო მასალის განთავსება.
რელიგია - იციან წმინდანის
ცხოვრება და მოღვაწეობა.
12.პროექტის ფასილიტატორი: ნ. ჩიტორელიძე
13.წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:
1.თეიმურაზ I, ,,წამება ქეთევან
დედოფლისა“, თხზულებათა სრული
კრებული.გამომცემლები: ა.ბარამიძე, გ.ჯაკობია. თბილისი 1934წ.
2.დიმიტრი ბაგრატიონი, ,,წამება ქეთევან დედოფლისა ახლად თქმული“,
სანკტ-პეტერბურგი, 1819წ.
3.კ.კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. II,
თბილისი 1981წ.
14. ფასილიტატორის ელ. ფოსტა:
nchitorela@gmail.com
No comments:
Post a Comment